სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 373 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, შვიდით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 964-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 241 611 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 226 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 830 ადამიანი გარდაიცვალა.