სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სომხეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 3 471 შემთხვევა. 46 პაციენტი გარდაიცვალა. 1 359 კი გამოჯანმრთელდა.
ფაქტობრივად, ამჟამად, სომხეთში საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 1 970 ადამიანი მკურნალობს.