სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევაა დადასტურებული

11:48, 11.05.2020

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სომხეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 3 471 შემთხვევა. 46 პაციენტი გარდაიცვალა. 1 359 კი გამოჯანმრთელდა.

ფაქტობრივად, ამჟამად, სომხეთში საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 1 970 ადამიანი მკურნალობს.

მსგავსი