სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით სომხეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი ვირუსით ქვეყანაში 74 ადამიანია გარდაცვლილი.
22 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში „კოვიდ 19“ უკვე 5 928 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 2 952 ადამიანი მკურნალობს, 2 874 კი უკვე გამოჯანმრთელდა.
სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ით დაავადებული კიდევ ერთი ადამიანი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 28-ს შეადგენს.