სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 240 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 240 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 28 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია 151 065 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 133 176 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 656 კი გარდაიცვალა.

ამასთან, სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.

ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 654-ს აღწევს. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 17 579 ადამიანი მკურნალობს.