სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 2 476 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 476 პაციენტი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 2 476 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 476 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 2 476 პირს დაუდასტურდა, 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 1 476 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 104 249 შემთხვევა, მათ შორის 63 258 პაციენტი გამოჯანრმთელდა.

სომხეთში სულ 1 936 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 403 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ სახელდება.