სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთში ბოლო 24 საათში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 9 908 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 57 566 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 032 ადამიანი.