სომხეთში „კოვიდ-19“-ის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 978 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 14 2887 ადამიანი აგრძელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 190 741 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3476 ადამიანი.