სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 861 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 223 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 861 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 223 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფიორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 1 223 კი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსი 152 253 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 131 213 გამოჯანმრთელდა, 2 596 კი დაიღუპა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა სხვა დაავადებებით, რომლებიც „კოვიდ 19“-ით იყვნენ ინფიცირებული. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 648-ს აღწევს.