სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა, 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა, 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა, 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 084 ტესტი ჩატარდა.

29 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 555 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 212 752 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 428 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 081 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.