სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 41 495 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 817-ს შეადგენს.
ამასთან, ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა სიკვდილს, ვინც სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 242 ამგვარი შემთხვევაა აღრიცხული.
შესაბამისად, სომხეთში პანდემიის პერიოდში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1059-ს შეადგენს.
სომხეთში კორონავირუსისგან 34 484 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევბის რიცხვი 5 952-ია.