სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

11:18, 15.08.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 41 495 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 817-ს შეადგენს.

ამასთან, ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა სიკვდილს, ვინც სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 242 ამგვარი შემთხვევაა აღრიცხული.

შესაბამისად, სომხეთში პანდემიის პერიოდში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1059-ს შეადგენს.

სომხეთში კორონავირუსისგან 34 484  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევბის რიცხვი 5 952-ია.

მსგავსი