სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 472 შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 472 შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 989 პაციენტი განიკურნა.

საერთო ჯამში სომხეთში ვირუსი 74 105-მა ადამიანმა დაამარცხა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 115 855 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 738 ადამიანი.