სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 838 ადამიანს დაუდასტურდა, 1 052 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 18 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 155 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 135 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 691 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 660 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.