სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 885 ტესტი ჩატარდა.
11 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 162 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 150 602 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 941 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 707 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.