სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 328 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 133 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 328 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 133 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 328 ადამიანს დაუდასტურდა, 29 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 133 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 22 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, შვიდი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

3 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 94 776 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 57 599 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 413 ადამიანი, კიდევ 383 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.