სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 184 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 184 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 1 184 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია 139 692 შემთხვევა. მათ შორის ვირუსს 2 277 პაციენტი ემსხვერპლა.

4 დეკემბრის მდგომარეობით, ვირუსისგან უკვე განიკურნა 115 ათასამდე ადამიანი.