სომხეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ
სომხეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ. ემანუელ მაკრონი ერევანში სამუშაო ვიზიტით, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მას თან მეუღლე ახლავს. საერთაშორისო აეროპორტში მაკრონს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
მანამდე კი ერევანში დაეშვა კანადის მთავრობის მეთაურის თვითმფრინავი. ჯასტინ ტრუდო ერევანს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის შეხვედრებს გამართავს კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქსისიანთან. ჯასტინ ტრუდო ასევე მიწვეულია სამიტზე, რომელიც სომხეთის დედაქალაქში 11-12 ოქტომბერს გაიმართება.