სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლის გახსნაზე აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლის გახსნაზე აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანული მხარის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სომხური მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და სომხური მხარე შესაბამის მოქმედებებს მხოლოდ მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ ახორციელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამბარაკის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სროლები განახორციელეს გედაბექსის რაიონში, სოფელ ზემანლიში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით.