აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სროლები განხორციელდა
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სროლები განხორციელდა

სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სროლები განახორციელეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩამბარაკის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სროლები განახორციელეს გედაბექსის რაიონში, სოფელ ზემანლიში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით. შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტის შესახებ სომხურ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.