სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 200-მდე სამხედრო დაშავდა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 200-მდე სამხედრო დაშავდა

აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 200-მდე სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების ნაწილი ერევანში გადაიყვანეს.

ერევანში ამბობენ, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ პოზიციების გაუმჯობესება შეძლო.

„მტერი არ დაწყნარებულა, ზოგან გააგრძელა კონტრშეტევები, რომლებიც ჩვენ ჩავახშეთ. დილით ადრე, საარტილერიო საშუალებების, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები. ამჟამად ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირულ, შეუპოვარ ბრძოლებში არიან ჩართული“, – განაცხადა არწრუნ ჰოვანისიანმა.