სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სომხურ მხარეს დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სომხურ მხარეს დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სომხურ მხარეს დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაღუპულთა სიას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია სომეხი სამხედროების პოზიციებს ნერქინ-ჰანდის რაიონში დაესხა თავს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.