სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. როგორც სომხური მხარე იუწყება, აზერბაიჯანის მიერ გამთენიისას, 05:30 საათისთვის გახსნილ ცეცხლს საზღვართან მდებარე ნერქინ-ჰანდის დასახლებაში ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხური მხარის პროვოკაციული ქმედების საპასუხოდ ჩატარდა ოპერაცია „შურისძიება“, რომლის ფარგლებშიც განადგურდა სომხეთის საბრძოლო პოსტი სოფელ ნერქინ-ჰანდის რაიონში, საიდანაც, მათი ცნობით, რამდენიმე საათით ადრე, 20:50 საათიდან 23:40 საათის პერიოდში აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, კერძოდ, კოხანაბისკენ ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის ცნობით, საპასუხო დარტყმისას სომხურმა მხარემ დანაკარგები განიცადა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის განხსნის თაობაზე აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას უარყოფს.