სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა ნატო-სთან 2024 წლისთვის თანამშრომლობის პროგრამა შეათანხმა
სომხეთმა ნატო-სთან 2024 წლისთვის თანამშრომლობის პროგრამა შეათანხმა.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ პრესრელიზში იუწყება, 29-30 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ვიზიტისას სომხეთის დელეგაციამ, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის, არტურ ეროიანის ხელმძღვანელობით, განიხილა სამხედრო სწავლებისთვის ნაგებობებისა და ნატო-ს თავდაცვითი განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში სომხური ცენტრების მხარდაჭერის შედეგები.
„მხარეებმა შეათანხმეს 2024 წლისთვის თანამშრომლობის პროგრამა და ჩაინიშნეს 2025 წლისთვის თანამშრომლობის პერსპექტივები“,- აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ასევე განიხილეს სომხეთსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.