სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას

გზების ბლოკირებასთან დაკაშირებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის შეუფერხებელ მოძრაობას ითხოვს.

სომხეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო ავტომობილების გადაადგილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბრკოლება არ უნდა შეექმნას, რადგან აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო ავტომობილების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. მოძრაობა უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად და დროულად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის  ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა. ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა დღეს დილიდან გზები გადაკეტეს.