სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაგარშაკ არუთუნიანი თანამდებობიდან გადადგა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იგი უკვე დაემშვიდობა თავდაცვის უწყების თანამშრომლებს.
News.am-ის ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე არშაკ კარაპეტიანი დაიკავებს.