სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი დაინიშნა

14:52, 20.11.2020

სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ვაგარშაკ არუთუნიანი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე არუთუნიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი იყო.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით ტონოიანი გადადგა, რომელიც თანამდებობას 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

მსგავსი