სომხეთის თავდაცვის მინისტრი - შიდაპოლიტიკურ საკითხებში არმიის ჩარევის ნებისმიერი მცდელობა კანონით რეგულირდება
შიდაპოლიტიკურ საკითხებში არმიის ჩარევის ნებისმიერი მცდელობა კანონით რეგულირდება, – ეს განცხადება სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, არმიის გამოყენება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შეიძლება.
მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეების მოწოდება სამართალდამცველების მისამართით, რომ შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას, დემაგოგიაა.
„ვასრულებ განსაზღვრულ მოვალეობებს. თეორიულად მაინც რომ დავუშვათ მთავრობის გადაყენება, ჩვენ ფუნქციების შესრულებას ვაგრძელებთ. თავდაცვის სამინისტრო, პოლიცია, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, ვალდებულია იმოქმედოს პროფესიონალურად“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სომხური მედიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, სამხედრო ფორმიან ადამიანთა ჯგუფი აქციის მონაწილეებს შეურთდა.