სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - თურქეთი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის უშუალო მონაწილეა
თურქეთი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის უშუალო მონაწილეა – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ფაქტობრივად უარი თქვა და თურქი ინსტრუქტორები აზერბაიჯანის არმიას პრაქტიკულ დახმარებას უწევენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს შეიარაღებით და ტექნიკით, ასევე დაქირავებული მებრძოლებით ეხმარება.