ნიუ იორკში, გაერო-ს გენარალური ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.
„აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა ირანელ კოლეგასთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, სტაბილურობით დაინტერესებულმა ყველა პარტნიორმა უნდა გააგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ აგრესია მიუღებელია და წარმართოს ბაქო კონსტრუქციული მიმართულებით.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების დაცვისა და საკითხების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობას.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ყარაბაღს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილად განიხილავს, მაგრამ უთანხმოება პოლიტიკური და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს“, – დაწერა „ტვიტერზე“ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ.