სომხეთის ქალაქ სპიტაკში მიწისძვრის დროს დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ
სომხეთის ქალაქ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ.
თბილისში, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სიმბოლურად 30-ჯერ დაირეკა ზარები, რადგან მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა.
„სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი; საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში მიწისძვრის დროს დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება; 19:00 საათზე კი „ამირანის“ კინოთეატრში ფილმ „სპიტაკის“ პრემიერა შედგება.
1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ქალაქ სპიტაკში ძლიერმა მიწისძვრამ 25 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 19 ათასი ადამიანი დაშავდა, 600 ათასამდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის სიმძლავრემ 9-10 მაგნიტუდა შეადგინა, რომლის ბიძგებმაც სომხეთის სხვადასხვა რაიონი დაანგრია. სომხეთს დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ. ისინი სომხეთს მედიკამენტებს და სპეციალურ სამაშველო ტექნიკას უგზავნიდნენ.