სომხეთის ქალაქ სპიტაკში მიწისძვრის დროს დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ
სომხეთის ქალაქ სპიტაკში მიწისძვრის დროს დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ

სომხეთის ქალაქ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ.

თბილისში, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სიმბოლურად 30-ჯერ დაირეკა ზარები, რადგან მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა.

„სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი; საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში მიწისძვრის დროს დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება; 19:00 საათზე კი „ამირანის“ კინოთეატრში ფილმ „სპიტაკის“ პრემიერა შედგება.

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ქალაქ სპიტაკში ძლიერმა მიწისძვრამ 25 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 19 ათასი ადამიანი დაშავდა, 600 ათასამდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის სიმძლავრემ 9-10 მაგნიტუდა შეადგინა, რომლის ბიძგებმაც სომხეთის სხვადასხვა რაიონი დაანგრია. სომხეთს დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ. ისინი სომხეთს მედიკამენტებს და სპეციალურ სამაშველო ტექნიკას უგზავნიდნენ.

დატოვე კომენტარი