სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ოპოზიციის ლიდერი სომხეთის მთავრობის მეთაურად დღეს პარლამენტმა აირჩია. მას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.
ნიკოლ ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 15 დღის ვადაში უნდა დაასახელოს.