სომხეთის პრემიერი საქართველოს მოსახლოებასა და პრემიერ-მინისტრს შობის დღესასწაულს ულოცავს
სომხეთის პრემიერი საქართველოს მოსახლოებასა და პრემიერ-მინისტრს შობის დღესასწაულს ულოცავს

სომხეთის პრემიერმა კარენ კარაპეტიანმა საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი გამოუგზავნა.

„პატივცემულო პრემიერო, მხურვალედ გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა“,-აღნიშნულია მისალოცში.

საშობაო მილოცვა გამოქვეყნებულია სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.