სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოლო დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა ეს ბრალდება უარყო, აზერბაიჯანი აგრძელებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მიმდინარე წლის 15 ივნისის განცხადების გაგრძელებით და გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას სურს, თავიდან აიცილოს დაძაბულობის წარმოქმნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს დიპლომატიური არხებით შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის შექმნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ამ მექანიზმის ამოქმედების დაწყების ინიციატივით გამოდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.