სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს, ირაკლი კობახიძეს
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.
„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს, ირაკლი კობახიძეს. განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ“, – წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელში.