სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა – Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან ერევანში კი, 110 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.