სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა
სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, 20:24 საათზე კი 4.2.
წინასწარი მონაცემებით, პირველი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში მოხდა.