სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა

20:37, 10.09.2019

სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, 20:24 საათზე კი 4.2.

წინასწარი მონაცემებით, პირველი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში მოხდა.

მსგავსი