სომხეთი ინდური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს წლის ბოლომდე მიიღებს
სომხეთი ინდური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს წლის ბოლომდე მიიღებს

სომხეთი ინდური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს წლის ბოლომდე მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიან დეფენს რესერჩ ვინგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ერევანმა ინდოეთისგან 15 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულებაც 720 მილიონი დოლარია.

სომხეთი პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ინდოეთისგან ამ შეიარაღებას ყიდულობს.

სისტემა „Akash – 1S“-ი უზრუნველყოფს დაცვას ისეთი საფრთხეებისგან, როგორებიცაა მოიერიშე თვითმფრინავები, მართვადი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები.

„Akash – 1S“-ი პირველად 1983 წელს გამოუშვეს, მას შეუძლია, სამიზნეები 4-დან 25 კილომეტრამდე რადიუსში გაანადგუროს.