სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა არიქმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. გუშინ საღამოს კი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

დღევანდელი საზეიმო წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალურ მედიაში და საქართველოს პირველი არხის სომხურენოვანი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მრევლი ეკლესიის ეზოში სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ორმეტრიან დისტანციას იცავდა და ლიტურგიას გარეთ დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით უსმენდა. ამ დღეებში, სომხურ ეკლესიებში სპეციალური წესის მიხედვით, ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდებათ მორწმუნეებს, რის შემდეგაც აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის შემდეგ ყველა სომეხის ოჯახში ინთება ეკლესიიდან წაღებული სანთლები, იწყობა სუფრა, რომელზეც აუცილებლად უნდა იდოს ტკბილი ბრინჯი და თევზი, ასევე მწვანილი, ქადა და ჰალვა.


ავტორი: ლიანა მარქარიანი, ვოსკეტ ავაკიანი