5 აპრილს სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
5 აპრილს სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

5 აპრილს სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს.

თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ჩატარდა.

წირვა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე.

მრევლი ეკლესიის ეზოში სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ორ მეტრიანი დისტანციით იდგა, ზიარებისას კი ეკლესიაში მხოლოდ 3-3 ადამიანი შედიოდა.

წირვის ბოლოს იკურთხა ბზა და დაურიგდა მრევლს. სადღესასწაულო წირვები ასევე თბილისის ეჯმიაძინის ეკლესიასა და საქართველოში მოქმედ ყველა სომხურ ეკლესიაში ჩატარდა.

სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით წელს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ აღინიშნება.