სოკ-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეიმუშავა აპლიკაცია, რომელიც სპორტისთვის ნიჭიერ ბავშვებს შეარჩევს #1TVSPORT
სოკ-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეიმუშავა აპლიკაცია, რომელიც სპორტისთვის ნიჭიერ ბავშვებს შეარჩევს #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) შექმნა აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პოტენციურად ნიჭიერი სპორტსმენი ბავშვების გამოვლენას. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Aftonbladet-მა.

წყაროს ცნობით, მშობლებს შეეძლებათ, აპლიკაციაში ჩატვირთონ ვიდეო, რომელშიც ბავშვი სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებს. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ანალიზს ჩაატარებს და თუ მიიჩნევს, რომ ბავშვი ნიჭიერია, ინფორმაციას გაგზავნიან ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტში. იქ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩართონ თუ არა ბავშვი სპორტის კონკრეტულ სახეობაში და განვითარების პროგრამაში.

აღნიშნავენ, რომ აპლიკაციას ტესტავდნენ სენეგალში, სადაც 2026 წელს იუნიორთა ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაჩნდება ეს სერვისი სხვა ქვეყნებში.