საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეა პეკინის ოლიმპიადას ჩამოაშორა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეა პეკინის ოლიმპიადას ჩამოაშორა #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის ბოლომდე სანქციები დაადო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩამოშორებულია პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2022 წლის 4-22 თებერვალს გაიმართება.

დისკვალიფიკაცის პერიოდში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეწყვეტს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის დახმარებას და მას არანაირ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს.