საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა დაგმო #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა დაგმო #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგმო რუსეთის მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტი მკაცრად გმობს რუსეთის მთავრობის მიერ ოლიმპიური ზავის შესახებ შეთანხმების დარღვევას. შესაბამისი რეზოლუცია გაერთიანებულმა ერებმა 2021 წლის 2 დეკემბერს მიიღო გაერთიანებული ერების ყველა წევრის (193 ქვეყანა) კონსენსუსის შედეგად. ოლიმპიური ზავი პეკინის ოლიმპიადის დაწყებიდან 10 დღით ადრე, 2022 წლის 4 თებერვალს ამოქმედდა და ის დასრულდება პარალიმპიური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის შემდეგ.

დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი იმეორებს მოწოდებას მსოფლიოს მიმართ. მან ეს მოწოდება ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე გაავრცელა. გახსნის ცერემონიისას მან პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა: „დაიცავით თქვენი ვალდებულება ოლიმპიური ზავის მიმართ. მიეცით მშვიდობას შანსი“. დახურვის ცერემონიისას მან თხოვა პოლიტიკურ ლიდერებს, ოლიმპიელებისგან აიღონ სოლიდარობისა და მშვიდობის მაგალითი.

მიმდინარე მოვლენების გამო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წუხს უკრაინაში ოლიმპიური თანამეგობრობის უსაფრთხოების გამო. შექმნილია კომიტეტი, რომელიც დააკვირდება სიტუაციას და კოორდინირებას გაუწევს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში ოლიმპიური მოძრაობისთვის, სადაც ეს შესაძლებელია“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.