ოფიციალურად - ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება #1TVSPORT
ოფიციალურად - ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა, ასევე ტოკიოსა და იაპონიის მთავრობებმა გამართეს ონლაინ-შეკრება, რომლის დროსაც მიიღეს ოფიციალური გადაწყვეტილება – კორონავირუსის პანდემიის გამო, არ დაუშვან ზაფხულის თამაშებზე უცხოელი გულშემატკივრები. მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, თანხა უკან დაუბრუნდებათ, – წერია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის პრესრელიზში.

„ამ მომენტისთვის, COVID-19-თან დაკავშირებით იაპონიაში სიტუაცია მეტად რთული რჩება, გაჩნდა სხვადასხვა შტამი. საერთაშორისო დონეზე მოგზაურობა მკაცრად შეზღუდულია“, – წერია განცხადებაში.

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.