ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში „მონცას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

23:33, 29.09.2024

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ „მონცასთან“ შეხვედრაში 2:0 დააწინაურა.

„ნაპოლიმ“ ანგარიში 22-ე წუთზე მატეო პოლიტანოს შესანიშნავი გოლით გახსნა. კვარაცხელიამ კი თავი 33-ე წუთზე გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართულ 6 მატჩში უკვე 3 გოლი აქვს. ამას გარდა, ხვიჩას ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

მსგავსი