2030 და 2034 წლის ზამთრის თამაშების სავარაუდო მასპინძლებად საფრანგეთი და აშშ სახელდება #1TVSPORT
2030 და 2034 წლის ზამთრის თამაშების სავარაუდო მასპინძლებად საფრანგეთი და აშშ სახელდება #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პრიორიტეტად გამოაცხადა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების განაცხადები 2030 და 2034 წლის ოლიმპიადების ჩატარებაზე.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ირჩევს საფრანგეთსა და სოლტ-ლეიკ-სიტის პრიორიტეტულ პრეტენდენტებად ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, შესაბამისად, 2030 და 2034 წლებში“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საფრანგეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს გამართავს საბოლოო გადაწყვეტილების წინ, რომელსაც 2024 წელს მიიღებენ.