ამერიკელი სპორტსმენი 110 წლის შემდეგ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონად აღიარეს #1TVSPORT
ამერიკელი სპორტსმენი 110 წლის შემდეგ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონად აღიარეს #1TVSPORT

ამერიკელი სპორტსმენი ჯიმ ტორპი სტოკჰოლმის 1912 წლის ოლიმპიური თამაშების სრულფასოვან გამარჯვებულად გამოაცხადეს ხუთჭიდსა და ათჭიდში, – იტყობინება ტელეკომპანია BBC.

110 წლის წინ, ტორპს ჩამოართვეს მოპოვებული ოქროს მედლები იმის გამო, რომ თითქოს სპორტში პროფესიული სტატუსი ჰქონდა – სამშობლოში ფულს იღებდა ბეისბოლის თამაშისთვის.

ტორპის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ათჭიდში გამარჯვებული გახდა შვედი კარლ ჰუგო ვისლანდერი, ხუთჭიდში – ნორვეგიელი ფერდინანდ ბოე.

1982 წელს, ტორპის გარდაცვალებიდან 29 წლის თავზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამერიკელის ოჯახს გადასცა მძლეოსნის მიერ მოპოვებული მედლების ასლები, მაგრამ ოფიციალურად ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი არ დაუბრუნებია. ახლა კი ოლიმპიური კომიტეტმა კონსულტაციები გაიარა შვედეთისა და ნორვეგიის ოლიმპიურ კომიტეტებთან, აგრეთვე პრიზიორთა ოჯახის წევრებთან და აპირებს ტორპი გამოაცხადოს 1912 წლის ოლიმპიადაზე ამ ორი სახეობის ერთპიროვნულ გამარჯვებულად.