საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცვალა ოლიმპიური ფიცი - მასში დაემატა სიტყვები თანასწორობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცვალა ოლიმპიური ფიცი - მასში დაემატა სიტყვები თანასწორობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცვალა ოლიმპიური ფიცი, რომელიც ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე უნდა წარმოთქვან სპორტსმენების, მსაჯებისა და მწვრთნელების წარმომადგენლებმა.

2018 წლამდე, სამივე კატეგორია საკუთარ ფიცს ამბობდა, მაგრამ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიცი გააერთიანეს. ტოკიოში ფიცს წარმოთქვამს არა სამი ადამიანი, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ექვსი: ორი სპორტსმენი, ორი მსაჯი და ორი მწვრთნელი. თითო წყვილში იქნება – მამაკაცი და ქალი. ეს კეთდება გენდერული თანასწორობისთვის.

თავად ფიცის ტექსტში დაამატეს სიტყვები თანასწორობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ.

„ჩვენ ვიძლევით პირობას მივიღოთ მონაწილეობა ამ ოლიმპიურ თამაშებში, პატივი ვცეთ და დავიცვათ წესები პატიოსანი თამაშის, ჩართულობისა და თანასწორობის შესახებ.

ერთად ჩვენ სოლიდარულები ვართ და პირობას ვდებთ – დავკავდეთ სპორტით დოპინგის, ტყუილისა თუ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი გუნდების ღირსებისთვის, ოლიმპიზმის ფუნდამენტალური პრინციპებისადმი პატივისცემისთვის და იმისთვის, რათა სპორტის დახმარებით სამყარო უკეთესი გავხადოთ“, – წერია განახლებულ ფიცში.

დატოვე კომენტარი